
| 
|
ფსალმუნნი
ფსალმუნი 132
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
1. გალობა აღსავალთა.
დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
|
1 |
აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?
|
2 |
როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი,
აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი. |
2 |
ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა
აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამჴართა ზედა სამოსლისა მისისათა. |
3 |
ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი!
რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - სიცოცხლე უკუნისამდე. |
3 |
ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა
სიონსა: რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხორებაჲ უკუნისამდე. |
|
|

|
|