1 |
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
|
1 |
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.
|
2 |
ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა
მისი. |
2 |
აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაჲ. |
3 |
ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. |
3 |
აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე. |
4 |
მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა
წყალობა მისი. |
4 |
რომელმან ქმნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ
უკუნისამდე. |
5 |
ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა
მისი. |
5 |
რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ... |
6 |
დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა
წყალობა მისი. |
6 |
რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ... |
7 |
შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა
მისი. |
7 |
რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, |
8 |
მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა
მისი. |
8 |
მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უ... |
9 |
მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
9 |
მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ... |
10 |
რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
10 |
რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოთურთ თჳსით, რამეთუ... |
11 |
და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
11 |
და გამოიყვანა ისრაჱლი შორის მისსა, რამეთუ... |
12 |
ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
12 |
ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ... |
13 |
რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
13 |
რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად და განიყვანა
ისრაჱლი შორის მისა, რამეთუ უ... |
14 |
და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
|
14 |
და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უ...
|
15 |
და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
15 |
|
16 |
რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
16 |
რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ რამეთუ... |
17 |
რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა
წყალობა მისი. |
17 |
რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ... |
18 |
და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა
მისი. |
18 |
და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ... |
19 |
სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა
მისი; |
19 |
სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ... |
20 |
ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. |
20 |
და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ... |
21 |
და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
21 |
და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ... |
22 |
სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
22 |
სამკჳდრებელად ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, |
23 |
რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან
უკუნისამდეა წყალობა მისი. |
23 |
რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან,
რამეთუ... |
24 |
და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა
წყალობა მისი. |
24 |
და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ... |
25 |
რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა
წყალობა მისი. |
25 |
რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ
უ... |
26 |
ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. |
26 |
აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ... |