ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო! |
1 |
მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი. |
2 | ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები. | 2 | ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი, |
3 | რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა. | 3 | რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა. |
4 | როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე? | 4 | ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? |
5 | თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა. | 5 | რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი. |
6 | მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში. | 6 | აექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიჴსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალჱმი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა. |
7 | გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე. | 7 | მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა! |
8 | ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ. | 8 | ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! |
9 | ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს. | 9 | ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდებაჲ |