1 |
გუნდის
ლოტბარისათვის. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
|
1 |
უფალო, გამომცადე მე და მიცან მე;
|
2 |
შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული
გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. |
2 |
შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი, |
3 |
ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი
გზა გამოიკვლიე. |
3 |
შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი
და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ. |
4 |
თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი,
უფალო, სრულად. |
4 |
და ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს
ზაკვა ენასა ჩემსა; |
5 |
უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი
შენი. |
5 |
აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და
დასაბამისა, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი. |
6 |
უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები
მას. |
6 |
საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ
შეუძლო მას. |
7 |
საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? |
7 |
ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან
ვიდრემე ვივლტოდი? |
8 |
ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და -
იქაც ხარ! |
8 |
აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად,
ახლოსვე ხარ; |
9 |
ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, |
9 |
აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე
დასასრულსა ზღჳსასა, |
10 |
იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა
შენი. |
10 |
და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან
შენმან შემიწყნაროს მე. |
11 |
და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას
სინათლედ ჩემთვის. |
11 |
და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე
განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. |
12 |
სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით
გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე. |
12 |
რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა
დღე, განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. |
13 |
რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.
|
13 |
რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან.
|
14 |
გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია
საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით. |
14 |
აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ
არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. |
15 |
არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე
იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. |
15 |
არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად,
და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა. |
16 |
ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში
ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი. |
16 |
რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა
შენსა ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს
ნაკლულოვანებაჲ მათ შორის. |
17 |
ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი,
ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი. |
17 |
ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი,
ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. |
18 |
დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ
შენთან ვარ. |
18 |
აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ;
განვიღჳძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ. |
19 |
ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო,
განვედით ჩემგან! |
19 |
უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი
განმეშორენით ჩემგან. |
20 |
რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი
მტრები. |
20 |
რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ
ამავოებითა ქალაქნი შენნი. |
21 |
ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს
მოწინააღმდეგეებს არ ვედაო? |
21 |
ანუ არა მოძალენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა
შენთა ზედა განვკაფდი? |
22 |
სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე. |
22 |
სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად
შემექმნეს მე. |
23 |
გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და
შეიცან აზრები ჩემი. |
23 |
განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე მე
და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი. |
24 |
ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი
მარადიულ გზაზე. |
24 |
და იხილე, არს თუ გზაჲ უსჯულოებისა ჩემ თანა, და მიძღოდე
მე გზასა მას საუკუნესა. |