1 |
ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს
კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?
|
1 |
უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკჳდროს მთასა წმიდასა შენსა?
|
2 |
ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და
ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში. |
2 |
რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა |
3 |
ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს
მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე. |
3 |
და იტყოდის ჭეშმარიტებასა გულსა შინა თჳსსა; რომელმან არა
ზაკვა ენითა თჳსითა და არცა უყო მოყუასსა თჳსსა ბოროტი |
4 |
ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს
პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის; |
4 |
და ყუედრებაჲ მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო. შეურაცხ
არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს; რომელი ეფუცოს
მოყუასსა თჳსსა და არა ეცრუოს; |
5 |
ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ
აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება. |
5 |
ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინეგად და ქრთამი უბრალოსა
ზედა არა მოიღო; რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე. |