1 |
ხოტბა დავითისა.
აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
|
1 |
აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე
ღა უკუნითი უკუნისამდე.
|
2 |
ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი
უკუნისამდე. |
2 |
ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი
უკუნისამღე და უკუნითი უკუნისამდე. |
3 |
დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე
მიუწვდომელია. |
3 |
დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა
არს დასასრულ. |
4 |
თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე
მოუთხრობენ. |
4 |
ნათესავი და ნათესავი აქებდენ საქმეთა შენთა და ძალსა
შენსა უთხრობდენ. |
5 |
შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს
საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ. |
5 |
დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა
იტყოდიან და საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ, |
6 |
შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს
სიდიადეზე ვილაპარაკებ. |
6 |
და ძალი საშინელებათა შენთა თქუან და სიმდიდრესა შენსა
მიუთხრობდენ, |
7 |
ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს
სიმართლეს უმღერებენ. |
7 |
ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისა აღმოთქუან და
სიმართლითა შენითა იხარებდენ. |
8 |
გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად
მოწყალე. |
8 |
შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად
მოწყალე. |
9 |
კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის
ნამოქმედარზე. |
9 |
ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი
ყოველთა ზედა საქმეთა მისთა. |
10 |
გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი
წმიდანები გადიდებენ შენ. |
10 |
აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და
წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ. |
11 |
შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე
ილაპარაკებენ. |
11 |
დიდებაჲ სუფევისა შენისა წართქუან და ძლიერებასა შენსა
იტყოდიან |
12 |
რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.
|
12 |
უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა
შენისა.
|
13 |
შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა
თაობებში. |
13 |
სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ
შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა
სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. |
14 |
უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა
წელში მოხრილისა. |
14 |
განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის
ყოველნი დაცემულნი. |
15 |
ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ
საზრდოს თავის დროზე. |
15 |
თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი
მათი ჟამსა. |
16 |
აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს. |
16 |
აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა
ნებისაებრ. |
17 |
მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა
თავის საქმეში. |
17 |
მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს
იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. |
18 |
ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას
მოუხმობს ჭეშმარიტებით. |
18 |
ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა,
რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. |
19 |
მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს
მოისმენს და უშველის მათ. |
19 |
ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს
და აცხოვნნეს იგინი, |
20 |
იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს
მოსპობს. |
20 |
დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი
ცოდვილნი მოსრნეს. |
21 |
ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი
ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე. |
21 |
ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ
ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
დიდებაჲ |