ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი. |
1 |
აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. |
2 | ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. | 2 | |
3 | იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. | 3 | ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ. |
4 | ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები. | 4 | გამოვიდეს სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. |
5 | ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე. | 5 | ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, |
6 | რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე; | 6 | რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, |
7 | იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს. | 7 | რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰჴსნნის კრულნი, |
8 | უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი. | 8 | უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; |
9 | უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს. | 9 | უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს, და ცოდვილთა წარწყმიდოს. |
10 | იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში. ადიდეთ უფალი! | 10 | სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე. |