ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება. |
1 |
აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ. |
2 | ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს. | 2 | აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრიბნეს, |
3 | განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ. | 3 | რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი; |
4 | დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს. | 4 | რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ. |
5 | დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია. | 5 | დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ. |
6 | გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე. | 6 | შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე. |
7 | გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით. | 7 | აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა, |
8 | რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს. | 8 | რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა; |
9 | აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას. | 9 | რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას. |
10 | არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს. | 10 | არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს, |
11 | ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს. | 11 | არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა. |