ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში. |
1 |
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. |
2 | ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო. | 2 | აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი; |
3 | ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო. | 3 | აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი; |
4 | ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ. | 4 | აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი, |
5 | ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ. | 5 | აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს |
6 | და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს. | 6 | და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს. |
7 | ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო, | 7 | აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; |
8 | ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო, | 8 | ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; |
9 | მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო. | 9 | მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; |
10 | მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო; | 10 | მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი; |
11 | მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა. | 11 | მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი; |
12 | ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, | 12 | ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა, |
13 | ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში. | 13 | რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა; |
14 | და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი! | 14 | და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა. |