ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში. |
1 |
ალელუაჲ |
2 | ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით. | 2 | უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა. |
3 | განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას. | 3 | აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას, |
4 | რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით. | 4 | რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა. |
5 | იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე. | 5 | იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. |
6 | ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში. | 6 | ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა; |
7 | რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები. | 7 | და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, |
8 | შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით. | 8 | შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა; |
9 | განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი! | 9 | ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა. |