1 |
გალობა დავითისა. დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ
მონდობილი.
|
1 |
მიცევ, მე უფალო, რამეთუ შენ გესავ.
|
2 |
მე ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი ბატონი; ჩემი სიკეთე შენს
გარეშე არ არსებობს. |
2 |
ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არა გიჴმს. |
3 |
წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, -
მათთან არის ჩემი ყველა სურვილი. |
3 |
წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ყო
უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის. |
4 |
დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისცნ ისწრაფის. მე არ
ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს. |
4 |
განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისსა შემდგომად
ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიჴსენო
სახელები მათი ბაგითა ჩემითა. |
5 |
უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია
ჩემი ხვედრი. |
5 |
უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა;
შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკჳდრობაჲ ჩემი ჩემდა. |
6 |
ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც
მოსაწონია ჩემთვის. |
6 |
საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ
სამკჳდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა. |
7 |
ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი
გულისთქმანი. |
7 |
ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ
ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკმელთა ჩემთა. |
8 |
წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს
მარჯვნივ არის, არ დავეცემი. |
8 |
წინაწარვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის. რამეთუ
მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა. |
9 |
ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა ღირსებამ;
ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად. |
9 |
ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი,
უფროჲსღა და ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით. |
10 |
რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ
გაიმეტებ შენს წმიდას. |
10 |
რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა
შენსა ხილვად განსახრწნელსა. |
11 |
მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულის შენი სახის
წინაშე, ნეტარება - შენი მარჯვენით უკუნისამდე. |
11 |
მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა
პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად. |