1 |
ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო,
სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
|
1 |
ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისა, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა
ჩემისა არა ბაგეთაგან ზაკულთა.
|
2 |
შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ
სწორად. |
2 |
პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ; |
3 |
შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე,
ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას. |
3 |
გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომაჴურვე მე და
არა იპოვა ჩემ თანა სიცრუჱ. |
4 |
ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად,
თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან. |
4 |
რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათჳს
ბაგეთა შენთასა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი. |
5 |
გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ
ჩემმა ტერფებმა. |
5 |
დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რათა არა
შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი. |
6 |
მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ,
მოისმინე ჩემი სიტყვები. |
6 |
მე ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემ
ზედა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთა. |
7 |
გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო
მტრებისაგან შენი მარჯვენით. |
7 |
საკჳრველ-ყავ წყალობა შენი, რომელი იჴსნი მოსავთა შენთა
მჴდომთაგან მარჯუენისა შენისათა. |
8 |
შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ
შემიფარე. |
8 |
დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგა თუალისა საფარველსა
ფრთეთა შენთასა, დამიფარო მე |
9 |
ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს
რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად. |
9 |
პირისაგან უღმრთოთასა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა
ჩემთა სული ჩემი მოიცვეს |
10 |
ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით
ლაპარაკობენ, |
10 |
და ცმელი თჳსი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა
ამპარტავანებასა. |
11 |
ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა
ძირს დაგვცენ. |
11 |
განმაგდეს მე და აწ, ესერა, მომიცვეს მე, თუალნი მათნი
ყუნეს დადრეკილ ქუეყანად. |
12 |
ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის
ბოკვერს, საფარში მჯდომარეს. |
12 |
შემრაცხეს, ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა
ლეკჳ ლომისა იყოფებინ რაჲ ფარულთა. |
13 |
აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი
სული ბოროტისაგან შენი მახვილით. |
13 |
აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იჴსენ
სული ჩემი უღმრთოთაგან, მახჳლი შენ |
14 |
იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური
კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი
საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს
დაუტოვონ. |
14 |
მტერთაგან ჴელისა შენისათა, უფალო, მცირედთაგან ქუეყანით
მიმოდაყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო
მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა, |
15 |
მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები
გამოღვიძებისას შენი სახების მზერით. |
15 |
ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე
გამოჩინებასა დიდებისა შენისასა. დიდებაჲ |