1 |
გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის
მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის
ხელთაგან და საულის ხელთაგან.
|
1 |
დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის
გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და
ჴელთაგან საულისთა და თქუა.
|
2 |
და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო. |
2 |
შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო
ჩემო, და მჴსნელო ჩემო. |
3 |
უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო
ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო
ჩემო. |
3 |
ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და
რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი. |
4 |
ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს. |
4 |
ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე. |
5 |
გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა
უკუღმართებმა. |
5 |
გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა
უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე; |
6 |
შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის
ხაფანგები გადამეღობა. |
6 |
სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე
მახენი სიკუდილისანი. |
7 |
გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა
მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი
ღაღადი. |
7 |
ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ
ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი
მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა. |
8 |
შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი;
შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი. |
8 |
და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი
შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი. |
9 |
აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის
ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან. |
9 |
აჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან
აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან. |
10 |
დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი
უკუნი. |
10 |
და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა
მისთა. |
11 |
ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის
ფრთებით. |
11 |
და აღჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აღფრინდა იგი
ფრთეთა ზედა ქართასა. |
12 |
წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად,
მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა. |
12 |
და დადვა ბნელი საფარველად მისა ღა გარემოს მისსა
საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა. |
13 |
მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და
ნაკვერჩხლები. |
13 |
ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს,
სეტყუა და ნაბერწყალი ცეცხლისა. |
14 |
და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა
თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით. |
14 |
და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი. |
15 |
გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და
განაბნია. |
15 |
მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი
განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი. |
16 |
და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე
დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.
|
16 |
და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა
შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.
|
17 |
გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან
გამომიხსნა. |
17 |
გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე
წყალთაგან მრავალთა. |
18 |
დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე
ძლიერნი რომ იყვნენ. |
18 |
მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა
ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს. |
19 |
აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი
იყო ჩემი საყრდენი. |
19 |
მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი
განმაძლიერებელ ჩემდა. |
20 |
გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ
მე. |
20 |
და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე. |
21 |
მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის
კვალობაზე დამაჯილდოვა. |
21 |
და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და
სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა მომაგოს მე. |
22 |
ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის
წინაშე; |
22 |
რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ
ღმრთისა ჩემისაგან; |
23 |
ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი
კანონებიდან არ გადამიხვევია. |
23 |
რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და
სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან. |
24 |
უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი
შეცოდებისგან. |
24 |
და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა
ჩემისაგან. |
25 |
და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის
კვალობაზე მის თვალთა წინაშე. |
25 |
და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და
სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა წინაშე თუალთა მისთა. |
26 |
გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად. |
26 |
წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო
იყო, |
27 |
ჭეშმარიტს ჭეშმარიგად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად; |
27 |
და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო. |
28 |
რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ. |
28 |
რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი
დაამდაბლნე; |
29 |
ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ
მიქცევს სიბნელეს. |
29 |
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო,
განმინათლო ბნელი ჩემი; |
30 |
შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით
გადავევლები გალავანს. |
30 |
რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა
ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა. |
31 |
უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას
მიენდობა.
|
31 |
ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოჴურვებულ;
შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას.
|
32 |
რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის
ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა? |
32 |
რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ,
გარნა ღმრთისა ჩუენისა? |
33 |
ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს. |
33 |
ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ
გზაჲ ჩემი; |
34 |
ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე
მაყენებს. |
34 |
განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა
ზედა დამადგინა მე. |
35 |
ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს
ჩემს მკლავებს. |
35 |
განსწავლენ ჴელნი ჩვმნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა
მკლავნი ჩემნი. |
36 |
მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და
განმადიდე შენი წყალობით. |
36 |
და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა და მარჯუენემან შენმან
შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან
შენმან ამან განმსწავლოს მე. |
37 |
გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ
წაბორძიკებულან. |
37 |
ფართო-ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს
ალაგნი ჩემნი. |
38 |
დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ
დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ. |
38 |
ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო,
ვიდრე არა მოესრულნენ. |
39 |
დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფეხთა
ქვეშ განირთხმებიან. |
39 |
ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად და დაეცნენ იგინი
ქუეშე ფერჴთა ჩემთა. |
40 |
და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი
ჩემს ფეხქვეშ. |
40 |
და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი,
რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე. |
41 |
ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ
ჩემს მოძულეებს. |
41 |
და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.
|
42 |
იღაღადებენ და მშველელი არ ეყოლებათ, უფლის მიმართ - და
არ უპასუხებს. |
42 |
ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ უფლისა მიმართ და არა
ისმინა მათი. |
43 |
გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში.
|
43 |
და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა
ქარისასა და ვითარცა თიჴაჲ უბნისა დავთრგუნნე იგინი. |
44 |
მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი,
რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე. |
44 |
მიჴსნე მე მჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად
წარმართთა; |
45 |
ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო
ტომები პირფერულად მომეპყრობიან. |
45 |
ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, მორჩილებითა ყურისათა
ისმინა ჩემი; |
46 |
უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ
სიმაგრეებში. |
46 |
შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს
და კელობდეს ალაგთა მათთაგან. |
47 |
უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება
ღმერთი - ჩემი მშველელი. |
47 |
ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ
ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისა. |
48 |
ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს
ერებს. |
48 |
ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა, და დაამორჩილენ ერნი
ჩემ ქუეშე. მჴსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა |
49 |
ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც
აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. |
49 |
და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო
მე და კაცისა უკეთურისაგან მიჴსნე მე. |
50 |
ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს
ვუგალობებ. |
50 |
ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა
შენსა უგალობდე. |
51 |
ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი
ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე. |
51 |
განადიდე ცხორებაჲ მეფისა და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა
მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. დიდება |