1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
|
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითის
|
2 |
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა
ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. |
2 |
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. |
3 |
დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს. |
3 |
დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს
მეცნიერებასა. |
4 |
არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ
ისმოდეს. |
4 |
არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ
მათი. |
5 |
მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს
კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში. |
5 |
ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა
_ სიტყუანი მათნი. |
6 |
და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან;
გმირივით ხარობს გარბენას გზისას. |
6 |
მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ
გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა. |
7 |
ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ
კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას. |
7 |
ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე
კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა. |
8 |
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება
უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. |
8 |
შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი
უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ-ყვნიან ყრმანი. |
9 |
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება
უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. |
9 |
სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა;
მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. შიში უფლისაჲ წმიდა
არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე. |
10 |
შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი -
ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ. |
10 |
განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ
მის თანა. |
11 |
სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და
უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. |
11 |
გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა
ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა. |
12 |
და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური
მათი დაცვისათვის. |
12 |
და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, და დაცვასა მათსა
მოსაგებელ მრავალ. |
13 |
ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე
დაფარულთაგან. |
13 |
შეცოდებანი ვინმე გულისჴმა-ყუნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან
განმწმიდე მე. |
14 |
ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ
ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას. |
14 |
და უცხოთაგან იცევ მონა შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ
უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა. |
15 |
დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და
ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო. |
15 |
და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და
ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო
ჩემო. |