1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
|
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
გიპასუხოს შენ უფალმა გაჭირვების დღეს, აგამაღლოს შენ
იაკობის ღმერთის სახელმა. |
2 |
შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა
იაკობისი. |
3 |
გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან. და სიონიდან
შეგამაგროს შენ. |
3 |
მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ჴელი
აღგიპყარნ შენ; |
4 |
გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს
აღსავლენი შენი. სელა. |
4 |
მოიჴსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლადდასაწველნი
შენნი განაპოხენ. |
5 |
მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი
განაზრახი. |
5 |
მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვა
შენი აღგისრულენ. |
6 |
ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას
ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა. |
6 |
ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა
ღმრთისა ჩუენისათა ჩუენ განვდიდნეთ; |
7 |
ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი
წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით. |
7 |
აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაჲ შენი. აწ გულისჴმა-ყავ,
რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თჳსი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით
მისით; ძლიერებით არს ცხორებაჲ მარჯუენისა მისისა. |
8 |
ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით, ჩვენი კი ჩვენი ღმერთის
სახელს ვიხსენებთ; |
8 |
ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა
უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. |
9 |
ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და
წელში გავიმართეთ. |
9 |
იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და
აღვემართენით. |
10 |
უფალო, გვიხსენი. დაე, მეუფემ შეგვისმინოს ჩვენი მოხმობის
დღეს. |
10 |
უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩუენი დღესა მას,
რომელსაცა გხადოდით შენ. დიდება |