1 |
რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
|
1 |
რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
|
2 |
ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან
წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. |
2 |
შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად
უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს. |
3 |
დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. |
3 |
განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი
მათი. |
4 |
მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. |
4 |
რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და
უფალმან შეურაცხ-ყუნეს იგინი |
5 |
მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით
შეაძრწუნებს: |
5 |
მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და
გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. |
6 |
მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე. |
6 |
ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა
წმიდასა მისსა |
7 |
გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ
ჩემი, დღეს გშობე შენ; |
7 |
თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი
ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ. |
8 |
მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის
კიდეებს - სამკვიდრებლად. |
8 |
ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად
შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი. |
9 |
შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით
დაამსხვრევ. |
9 |
ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი
მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი. |
10 |
ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის
მსაჯულნო! |
10 |
და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი
მსაჯულნი ქუეყანისანი |
11 |
ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. |
11 |
ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით. |
12 |
ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ
გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა
მინდობილი. |
12 |
მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ
თქუენ გზისა მისგან მართლისა, |
|
|
13 |
რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან
ყოველნი რომელნი ესვენ მას. |