1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
|
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით
მოილხენს მეტად. |
2 |
უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად. |
3 |
შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა
არ უკუაგდე. სელა. |
3 |
გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთა
არა დააკლე მას. |
4 |
რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი
გვირგვინი წმინდა ოქროსი. |
4 |
რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ
თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა. |
5 |
სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი
უკუნისამდე. |
5 |
|
6 |
დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და
დიდმშვენიერება მიანიჭე მას. |
6 |
დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და
დიდად შუენიერებაჲ დაადგ მას ზედა; |
7 |
შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი
სიხარულით შენს წინაშე. |
7 |
რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო
მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა
მაღლისაჲთა არა იძრას. |
8 |
რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის
მოწყალებით არ დაეცემა. |
8 |
|
9 |
შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა
გაანადგურებს შენს მოძულეებს. |
9 |
იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და
მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძალენი შენნი. |
10 |
ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს;
უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ. |
10 |
რამეთუ დაასხნე იგინი, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისა ჟამსა
პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან
შეჭამნეს იგინი. |
11 |
შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან
კაცთა. |
11 |
ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი
ძეთა კაცთაგან. |
12 |
რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს
ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს, |
12 |
რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი,
რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად. |
13 |
ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი
სახისაკენ. |
13 |
რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის
განჰმზადო პირი მათი. |
14 |
ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ
შენს ძლიერებას. |
14 |
ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე
ძლიერებათა შენთა. |