1 |
გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის
ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, შეწევნისათჳს საცისკროსა, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი
შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა. |
2 |
ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა
ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი. |
3 |
ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით -
და არ არის სიმშვიდე ჩემთვის. |
3 |
ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი;
და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს. |
4 |
შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. |
4 |
ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე
ისრაჱლისაჲ. |
5 |
შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და
იხსენი კიდეც. |
5 |
შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ
იგინი; |
6 |
შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და
არ გაწბილდნენ. |
6 |
შენდამი ღაღადებდეს და ცხონდეს, შენ გესვიდეს და არა
ჰრცხუენა. |
7 |
მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და
საძულველი ერისა. |
7 |
ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ
ერისა. |
8 |
ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს
გადააქნევენ. |
8 |
ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს
ბაგითა და ხრიდეს თავთა. |
9 |
ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ
ნებავს იგი. |
9 |
ესვიდა უფალსა და იჴსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ
ჰნებავს იგი. |
10 |
რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის
მკერდზე. |
10 |
რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო
ჩემო, დედის ძუძუთ ჩემითგან. |
11 |
შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ
ჩემი ღმერთი. |
11 |
შენდა შევვარდი მე საშოჲთგან, დედისმუცლით ჩემითგან.
ღმერთი ჩემი ხარი შენ, |
12 |
ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ
არის. |
12 |
ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე და არა ვინ
არს მწე ჩემდა. |
13 |
ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის
ხარებმა რკალი შემომარტყეს. |
13 |
გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა
მომიცვეს მე; |
14 |
პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს
დადევნებულმა და მბრდღვინავმა. |
14 |
აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან
და მყჳრალმან. |
15 |
ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს
დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში. |
15 |
ხოლო მე, ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი
ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა. |
16 |
გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა
და მიმიყვანა სიკვდილის პირას. |
16 |
განჴმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა
ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე. |
17 |
რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის
მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
|
17 |
რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე;
|
18 |
მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის
მოგებით. |
18 |
განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს
ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე, |
19 |
ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე. |
19 |
განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა
განიგდეს წილი. |
20 |
და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა
შემწედ გამოეშურე. |
20 |
ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან
და ჴელის აპყრობად ჩემდა მომხედენ; |
21 |
გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული
ჩემი, მარტოდ შთენილი. |
21 |
იჴსენ მახჳლისაგან სული ჩემი და ჴელთაგან ძაღლთასა
მხოლოდშობილებაჲ ჩემი; |
22 |
მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე. |
22 |
მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა -
სიმდაბლე ჩემი; |
23 |
ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის
შეგაქებ შენ. |
23 |
მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიასა
გიგალობდე შენ. |
24 |
უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა
მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას. |
24 |
მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი
იაკობისი ადიდებდით მას; |
25 |
რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა
გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა. |
25 |
ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა, რამეთუ
არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა, არცა გარემიაქცია პირი
მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი. |
26 |
შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა
წინაშე გადაგიხდი აღთქმულს. |
26 |
შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო
შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა. |
27 |
ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა
მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა. |
27 |
ჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა
მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე. |
28 |
გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა
კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა. |
28 |
მოიჴსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი
და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა; |
29 |
რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა
მბრძანებელი. |
29 |
რამეთუ უფლისაჲ არს სუფევა და იგი მეუფებს ყოველთა ზედა
წარმართთა. |
30 |
ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული,
მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს
თავისი სულის გადარჩენა. |
30 |
ჭამეს და თაყვანი-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის
წინაშე დაცჳოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენენ მიწად. |
31 |
შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის
შესახებ. |
31 |
და სული ჩემი მისა ცხოველ არს და ნათესავმან ჩემმან
ჰმონოს მას; |
32 |
მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს,
რაც მოიმოქმედა უფალმა. |
32 |
ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. და უთხრობდენ
სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან. |