1 |
საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ
მომაკლდება.
|
1 |
|
2 |
ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება
მე. |
2 |
უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილოანსა მუნ დამამკვიდრა
მე წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.
|
3 |
სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი
სახელის გულისათვის. |
3 |
მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა
სახელისა მისისათჳს. |
4 |
შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან
შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. |
4 |
ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს
მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან
შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე. |
5 |
გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე
ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე. |
5 |
განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა;
განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა
ურწყულმან. |
6 |
ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი
სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი. |
6 |
წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა
ცხორებისა ჩემისათა, დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა
დღეთასა. |