1 |
საგალობელი დავითისა. უფლისა
არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
|
1 |
უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას
შინა.
|
2 |
რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო
იგი. |
2 |
რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი. |
3 |
ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? |
3 |
ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა
წმიდასა მისსა? |
4 |
ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც
მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია, |
4 |
უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო
ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა. |
5 |
ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი
მხსნელი ღმერთისაგან. |
5 |
ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან
მაცხოვრისა მისისა. |
6 |
ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას,
ღმერთო იაკობისა! სელა. |
6 |
ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად
პირსა ღმრთისა იაკობისსა. |
7 |
მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ,
კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. |
7 |
აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი
საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა. |
8 |
ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი,
უფალი - ომში ძლევამოსილი. |
8 |
ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე,
უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა? |
9 |
მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ,
კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. |
9 |
აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი
საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა. |
10 |
ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე
დიდებისა. სელა. |
10 |
ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს
მეუფჱ დიდებისა. დიდება |