1 |
დავითის ფსალმუნი.
შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.
|
1 |
შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.
|
2 |
ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს
მტერი ჩემზე. |
2 |
ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, |
3 |
ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება.
შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი. |
3 |
ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი,
რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. |
4 |
შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. |
4 |
ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი,
უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. |
5 |
წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ
ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე. |
5 |
მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ
შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. |
6 |
გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი,
რადგან ისინი საუკუნოა. |
6 |
მოიჴსენე მოწყალებათა შენთა, უფალო, და წყალობანი შენნი,
რამვთუ საუკუნითგან არიან. |
7 |
ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო;
გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო. |
7 |
ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ;
წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო. |
8 |
კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს
გზაზე. |
8 |
რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს
ცოდვილნი გზასა. |
9 |
წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას
ასწავლის მორჩილთ. |
9 |
უძღუეს მშჳდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი
მისნი. |
10 |
ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა
და მცნებათა შემნახველთათვის. |
10 |
ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ
მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. |
11 |
შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან
დიდია იგი. |
11 |
სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა
ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს. |
12 |
ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
|
12 |
ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა
სთნდა;
|
13 |
მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა
დაიმკვიდრებს ქვეყანას. |
13 |
სულმან მისმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან
მისმან დაიმკჳდროს ქუეყანა. |
14 |
საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას
აუწყებს მათ. |
14 |
ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ. |
15 |
ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი
მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს. |
15 |
თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან
განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი. |
16 |
გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და
ბედუკუღმართი ვარ. |
16 |
მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და
გლახაკ ვარი მე. |
17 |
განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან. |
17 |
|
18 |
შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა
ჩემი შეცოდება. |
18 |
იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი
და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. |
19 |
შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი
სიძულვილით შემიძულეს მე. |
19 |
იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით
ამაოდ მომიძულეს მე. |
20 |
შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები,
რადგანაც შენ გესავ. |
20 |
იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე,
რამეთუ გესავ შენ. |
21 |
უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით
ვარ. |
21 |
უმანკონი და წრფელნი შემომეყუნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ,
უფალო. |
22 |
იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან. |
22 |
იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთგან ჭირთა მისთა. |