1 |
დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ
მინდობილი და არ წავბორძიკდები.
|
1 |
მისაჯე მე, უფალო, რამეთუ უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რათა არა
მოუძლურდე.
|
2 |
გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე
შიგნეულობა და გული ჩემი. |
2 |
გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი. |
3 |
რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს
ჭეშმარიტებას. |
3 |
რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და
სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა. |
4 |
არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ
მივალ. |
4 |
არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა
თანა მე არა შევიდე. |
5 |
შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ
დავჯდები. |
5 |
მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა
დავჯდე. |
6 |
ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს
სამსხვერპლოს, უფალო. |
6 |
დავიბანნე უბრალოებით ჴელნი ჩემნი და გარემოვადგე
საკურთხეველსა შენსა, უფალო; |
7 |
რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება
ვილაპარაკო. |
7 |
სმენად ჩემდა ჴმაჲ ქებისა შენისა და მითხრობად ყოველი
საკჳრველებაჲ შენი. |
8 |
უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი -
კარავი შენი დიდებისა. |
8 |
უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისა და ადგილი
საყოფელი დიდებისა შენისა. |
9 |
ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს
- სისხლისმსმელებთან. |
9 |
ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა
მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა; |
10 |
რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა
ქრთამით. |
10 |
რომელთა ჴელნი მათნი უსჯულოებასა შინა არიან, მარჯუენე
მათი აღივსო ქრთამითა. |
11 |
ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე. |
11 |
ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიჴსენ მე, უფალო, და
მიწყალე მე. |
12 |
სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს. |
12 |
ფერჴი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო
შენ, უფალო. |