1 |
დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია
ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
|
1 |
უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს
ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?
|
2 |
თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად -
მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან. |
2 |
მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი
ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. |
3 |
თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ
შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს. |
3 |
გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა.
აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ. |
4 |
ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო
უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და
იმის ტაძარს ვიხილავდე. |
4 |
ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა
სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა
შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი. |
5 |
რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს,
დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს. |
5 |
რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა
ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა, |
6 |
და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ
და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს. |
6 |
კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ, ესერა, აღამაღლა თავი
ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა
მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისა, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. |
7 |
ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და
მიპასუხე. |
7 |
ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისა, რომლითა ღაღად-ვყავ,
მიწყალე მე და ისმინე ჩემი. |
8 |
შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს
მოვძებნი, უფალო. |
8 |
შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ
პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. |
9 |
ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს
მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ,
ღმერთო, ჩემო მხსნელო, |
9 |
ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით
მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუცა დამაგდებ
მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. |
10 |
რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე. |
10 |
რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე,
ხოლო უფალმან შემიწყნარა მე. |
11 |
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე
ჩემი მტრების გამო. |
11 |
შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე
ალაგთა შენოა წრფელთა |
12 |
ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ
ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ, |
12 |
მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა
ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა
თჳსსა. |
13 |
რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა
ქვეყანაში. |
13 |
მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას
ცხოველთასა. |
14 |
მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და
გქონდეს უფლის იმედი. |
14 |
დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და
დაუთმე უფალსა. დიდება |