1 |
დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის; ვაი,
თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.
|
1 |
შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე
დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
|
2 |
ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს
ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ. |
2 |
ისმინე, უფალო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისა, ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ჴელთა
ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა. |
3 |
ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც
მოყვასებთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ. |
3 |
ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა
სიცრუვისათა, ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა
მათისა თანა, ხოლო უკუეთურებასა - გულთა შინა მათთა. |
4 |
მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი
ბოროტმოქმედებისამებრ; მათთა ხელთა გაკეთებულის შესაფერისად მიუზღე მათ,
გადაახდევინე მათი დამსახურებისამებრ. |
4 |
მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ
საქმეთა მათთასა; საქმეთაებრ ჴელთა მათთასა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი
მათი მათვე. |
5 |
რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა
ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს. |
5 |
რამეთუ არა გულისჴმა-ყუნეს საქმენი უფლისანი, არცა
ქმნულსა ჴელთა მისთასა მიჰხედნეს; დაამჴუნე იგინი და არა აღაშენნე. |
6 |
კურთხეულ არს უფალი, რომ შეისმინა ხმა ჩემი ვედრებისა. |
6 |
კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა. |
7 |
უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული
და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას. |
7 |
უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული
ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი და მე ნებითა
ჩემითა აუვარო მას. |
8 |
უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი
ფარია. |
8 |
უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს ცხორებად
ცხებულისა თჳსისა. |
9 |
ახსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო; მწყემსე
ისინი და მოამაღლე უკუნითი უკუნისამდე. |
9 |
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი.
და დაჰმწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე. |