1 |
ფსალმუნი დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის
შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება.
|
1 |
შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა,
|
2 |
უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს
წმინდა ბრწყინვალებით. |
2 |
შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა
მისისასა; თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა. |
3 |
ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის
(ხმა იყო) მრავალ წყალზე. |
3 |
ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა, უფალი
წყალთა ზედა მრავალთა. |
4 |
ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით. |
4 |
ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდად შუენიერებით. |
5 |
ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის
ნაძვებს უფალი. |
5 |
ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან
ნაძუნი იგი ლიბანისანი. |
6 |
და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს -
მარტორქის შვილის მსგავსად. |
6 |
და დააწულილნეს იგინი, ვითარცა ჴბო იგი ლიბანისა და
საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისა. |
7 |
ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს. |
7 |
ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა. |
8 |
ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის
უდაბნოს. |
8 |
ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნო და შეაძრწუნოს უფალმან
უდაბნო იგი კადისა. |
9 |
ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და
გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას. |
9 |
ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის
მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი. |
10 |
უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ
უკუნისამდე. |
10 |
უფალმან წყლითრღუნა დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ
უკუნისამდე. |
11 |
უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის
ხალხს მშვიდობით. |
11 |
უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი
თჳსი მშჳდობით. |