1 |
ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის
განახლებისა.
|
1 |
ფსალმუნი, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი
|
2 |
განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები
არ გაახარე. |
2 |
აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა. |
3 |
უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე. |
3 |
უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო. |
4 |
უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და
გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ. |
4 |
უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე
მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა. |
5 |
უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი
სიწმიდისა. |
5 |
უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით
საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. |
6 |
რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი
სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება. |
6 |
რამეთუ რისხვა არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს
ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან. |
7 |
და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი
უკუნისამდე. |
7 |
ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე
უკუნისამდე. |
8 |
შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი
სახე და - შევძრწუნდი. |
8 |
უფალო. ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი;
გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი. |
9 |
შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები: |
9 |
მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ
ვილოცო. |
10 |
რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში
ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს? |
10 |
რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე
განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი? |
11 |
უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი. |
11 |
ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა. |
12 |
შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და
სიხარულით შემმოსე. |
12 |
მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძა ჩემი
და გარეშემარტყ მე სიხარული. |
13 |
ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო,
ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე. |
13 |
რათა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო
ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ. |