1 |
ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს.
|
1 |
ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა
თჳსისა
|
2 |
უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ
აღდგა მრავალი. |
2 |
უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი
აღდგეს ჩემ ზედა. |
3 |
ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა
ღმერთისმიერი. სელა. |
3 |
მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი
ღმრთისა მიერ მისისა. |
4 |
და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და
ამმაღლებელი ჩემი თავისა. |
4 |
ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და
ასამაღლებელ თავისა ჩემისა. |
5 |
ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა
მთიდან. სელა. |
5 |
ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი
მთით წმიდით მისით. |
6 |
ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი. |
6 |
მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე
მეყო მე. |
7 |
ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან
ყოველი მხრიდან. |
7 |
არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი
გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, |
8 |
აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ
ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს. |
8 |
რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ;
კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ. |
9 |
უფლისაგან არის ხსნა და ქენი კურთხევა შენს ერზე. სელა. |
9 |
უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა
შენი. დიდებაჲ |