1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისათჳს
|
2 |
შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი
სიმართლით გამომიხსენი. |
2 |
შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და
განმარინე მე. |
3 |
მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის
კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად. |
3 |
მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა;
მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა. |
4 |
რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის
გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი. |
4 |
რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ
ხარ და სახელისა შენისათჳ მიძეღუ მე და გამომზარდო მე. |
5 |
გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან
შენა ხარ სიმაგრე ჩემი. |
5 |
და გამომიყვანო მე საბრჴიდა ამისგან, რომელ დამირწყუეს
მე, |
6 |
შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო,
ღმერთო ჭეშმარიტო. |
6 |
რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა
შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო. |
7 |
შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს. |
7 |
მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო
მე უფალსა ვესავ. |
8 |
ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე
ჩემი გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა. |
8 |
ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ
მომხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი; |
9 |
და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი
ჩემნი. |
9 |
და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა
ფერჴნი ჩემნი. |
10 |
შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი
ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. |
10 |
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა
გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. |
11 |
რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები -
გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა. |
11 |
რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი
ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი
შეძრწუნდეს. |
12 |
ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენი და
მეზობლებისაგან - მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში
დამინახავდა, გარბოდა ჩემგან. |
12 |
ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა
ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარე
განივლტიედ ჩემგან. |
13 |
გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს
ვემსგავსებოდი. |
13 |
დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენ მე
ვითარცა ჭურჭელი წყმედული. |
14 |
რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ ჩემს
წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს.
|
14 |
რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთა, რომელნი გარემოს იყვნეს ჩემსა; რაჟამს
შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს. |
15 |
მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ
ჩემი ღმერთი. |
15 |
ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი. |
16 |
შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და
მტერთა ხელიდან. |
16 |
და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე
ჴელთაგან მტერთა ჩემთასა და მდევართა ჩემთასა. |
17 |
უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე
შენი წყალობით. |
17 |
გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე
წყალობითა შენითა. |
18 |
უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ, დაე,
შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში. |
18 |
უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ;
ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად. |
19 |
დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად
ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით. |
19 |
უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუარნი, რომელნი იტყჳან მართლისა
მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა. |
20 |
რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ
ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე. |
20 |
ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისა, უფალო,
რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა
კაცთასა. |
21 |
შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის
ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან. |
21 |
დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან
კაცთასა; დაიცუნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა. |
22 |
კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი
წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში. |
22 |
კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი
ზედა ქალაქსა მტკიცესა. |
23 |
და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა
თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე
შემწეობისთვის. |
23 |
ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე
პირისაგან თუალთა შენთასა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა, რაჟამს
ვღაღადებდი მე შენდამი. |
24 |
შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი
და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს. |
24 |
შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ
ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ
ამპარტავნებასა. |
25 |
გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის
მოლოდინი გაქვთ. |
25 |
მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი
ესავთ უფალსა. |