1 |
მოძღვრება დავითისა. ნეტარია,
ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.
|
1 |
ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.
|
2 |
ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის
სულშიც არ არის სიყალბე. |
2 |
ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა
ზაკუაჲ. |
3 |
როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა
გოდებამ ჩემმა. |
3 |
რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი
ღაღადებითა ჩემითა მარადღე; |
4 |
რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე,
სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა. |
4 |
რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი;
მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. |
5 |
ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი:
ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი
ცოდვისა. სელა. |
5 |
ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე
შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ
გულისა ჩემისა. |
6 |
ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ
ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას. |
6 |
ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა
შეწყნარებისასა, ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს. |
7 |
შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული
შემომარტყი გარს.
სელა. |
7 |
შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი
გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე. |
8 |
გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი,
თვალს დავიჭერ შენზე. |
8 |
გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას,
რომელსაცა ხჳდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი. |
9 |
ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი
და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს. |
9 |
ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს
გულისხმა; ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა
მიგეახლნეს. |
10 |
მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი
წყალობით არის გარემოცული. |
10 |
მრავალ გუემა არიან ცოდჳლთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ
უფალსა, წყალობაჲ გარემოადგეს მათ. |
11 |
იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ,
გულით მართლებო. |
11 |
იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და
იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ |