1 |
დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა
აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა.
|
1 |
ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელიქისა და განუტევა
იგი და წარვიდა
|
2 |
განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს
ბაგეებზე. |
2 |
ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა. |
3 |
უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და
გაიხარებენ. |
3 |
უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და
ახარებდენ. |
4 |
ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი
ერთობლივად. |
4 |
განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის
თანა. |
5 |
მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი
განსაცდელისგან. |
5 |
გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა
ჩემთაგან მიჴსნა მე. |
6 |
მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა. |
6 |
მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუნეს. |
7 |
აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა
გასაჭირისაგან იხსნა. |
7 |
მან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა
ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი. |
8 |
დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და
გადაარჩენს მათ. |
8 |
დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და
იჴსნნეს იგინი. |
9 |
განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს,
ვინც მასზეა მინდობილი. |
9 |
განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს
კაცი, რომელი ესავს მას. |
10 |
მოიშიშეთ უფლისა, წმიდანო, მისნო, რადგან არა აქვთ
შეჭირვება მოშიშებს მისას. |
10 |
გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს
ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა. |
11 |
ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის
მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ. |
11 |
მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ
უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა. |
12 |
მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით
თქვენ. |
12 |
მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწავო
თქუენ. |
13 |
ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
|
13 |
ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
|
14 |
შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი
სიტყვებისაგან. |
14 |
დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ
იტყჳან ზაკვასა; |
15 |
ერიდე ბააროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და
მიჰყევი მას. |
15 |
მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და
მისდევდი მას. |
16 |
უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები
- მათი ლოცვისაკენ. |
16 |
თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა
მათსა ზედა; |
17 |
პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს
დედამიწიდან მათი სახსენებელი. |
17 |
პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით
საჴსენებელი მათი. |
18 |
მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან. |
18 |
ჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა
ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი. |
19 |
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის. |
19 |
მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი
სულითა აცხოვნნეს. |
20 |
მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის
უფალი. |
20 |
მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან
იჴსნნეს იგინი უფალმან. |
21 |
ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება. |
21 |
დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი
არა შეიმუსროს. |
22 |
მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს
აგებენ. |
22 |
სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს
მართალი, უსჯულოებენ. |
23 |
იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ,
ვინც მასზეა მინდობილი. |
23 |
იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ
ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდება |