1 |
დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს
წინააღმდეგ მებრძოლთ.
|
1 |
საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;
|
2 |
მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად. |
2 |
აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა. |
3 |
იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს:
უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“. |
3 |
განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა
ჩემთასა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე. |
4 |
შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი,
უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი. |
4 |
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა;
მართლუკუნიქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. |
5 |
შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა
უკუაგდოს ისინი. |
5 |
იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან
აჭირვენ მათ; |
6 |
იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი
სდევნიდეს მათ. |
6 |
იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან
უფლისამან დევნნეს იგინი. |
7 |
რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით,
უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს. |
7 |
რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საბრჴისა მათისა
და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა. |
8 |
და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც
მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ; |
8 |
ეწიენ მათ საბრჴე, რომელ არა უწყოდიან და სანადირო, რომელ
დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საბრჴესავე მათსა შეითხინედ. |
9 |
ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით. |
9 |
ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს
მაცხოვარებითა მისითა. |
10 |
ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი
მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი
მძარცველისაგან. |
10 |
ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ
გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთასა და
გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა. |
11 |
აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი,
იმას მკითხავენ. |
11 |
რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და, რა-იგი არა
უწყოდე, მკითხვიდეს მე. |
12 |
სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ. |
12 |
მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა
ჩემისა იზრახეს. |
13 |
ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს
მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა. |
13 |
ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძა და
დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. |
14 |
როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი;
მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი. |
14 |
ვითარცა ძმა და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ;
ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი. |
15 |
ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ
სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
|
15 |
და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ,
|
16 |
პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს
წინააღმდეგ. |
16 |
განიყვნეს და არა შეინანეს. განმცადეს მე და შეურაცხებით
შეურაცხ-მყვეს მე და იღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. |
17 |
უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი
გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი. |
17 |
უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძჳრისსაქმისა
მათისაგან და ლომთაგან მხოლოდშობილება ჩემი. |
18 |
მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ
ხოტბას. |
18 |
აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის
მრავალსა გაქებდე შენ. |
19 |
არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი
უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს. |
19 |
ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა
მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. |
20 |
რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების
მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ. |
20 |
რამეთუ ჩემ თანა მშჳდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკვასა
განიზრახვიდეს. |
21 |
ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა
ჩვენმა. |
21 |
განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა!
იხილეს თუალთა ჩუენთა. |
22 |
შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ
განმერიდები მე; |
22 |
იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები
ჩემგან. |
23 |
გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და
უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად. |
23 |
განიღჳძე, უფალო, და მოხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო
ჩემო და უფალო, შჯასა ჩემსა. |
24 |
გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე. |
24 |
მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო
და ნუმცა უხარის ჩემ ზედა. |
25 |
ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან:
ჩავყლაპეთ იგი. |
25 |
ნუ იტყჳედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა, სულსა ჩემსა!
ნუცა იტყჳედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი. |
26 |
შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი
უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა. |
26 |
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა
ბოროტთა ჩემთათჳს; შთაიცუედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი მდიდრად იტყოდეს
ჩემ ზედა. |
27 |
იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და
თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი. |
27 |
იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება
სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშჳდობაჲ
მონისა შენისა. |
28 |
და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას
დღენიადაგ. |
28 |
და ენაჲ ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა
შენსა. |