1 |
გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა.
|
1 |
დასასრულსა, მონისა ღმრთისა ფსალმუნი დავითისი
|
2 |
ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში
ღმერთისა მის თვალთა წინაშე. |
2 |
თქჳს უსჯულომან ცოდვასა შინა გულსა თჳსსა, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა
მისთა. |
3 |
რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ
შეაძულოს. |
3 |
რამეთუ ზაკვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა
თჳსისა და სიძულილისა. |
4 |
მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ
ყოფნის, რომ კეთილი ქმნას. |
4 |
სიტყუანი პირისა მისისანი - უსჯულოებაჲ და ზაკვა, არა
ინება მან გულისჴმის-ყოფა კეთილისა. |
5 |
უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას
ადგება, ბოროტს არ თაკილობს. |
5 |
უსჯულოებაჲ იზრახა საწოლსა ზედა თჳსსა, დადგა იგი ყოველსა
გზასა არაკეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა. |
6 |
უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი -
ღრუბლებამდე. |
6 |
უფალო, ზეცასა არს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი
ვიდრე ღრუბელთამდე; |
7 |
სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი
ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო. |
7 |
სიმართლენი შენი, ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი
შენნი უფსკრულ მრავალ. კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო, |
8 |
რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი
შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს. |
8 |
ვითარცა განამრავლე წყალობაჲ შენი, ღმერთო. ხოლო ძენი
კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ. |
9 |
დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა
ხევიდან შეასვამ მათ. |
9 |
დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა და ღუარი
საშუებელისა შენისა ასუა მათ. |
10 |
რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ
სინათლეს. |
10 |
რამეთუ შენგან არს წყარო ცხორებისა და ნათლითა შენითა
ვიხილეთ ჩუენ ნათელი. |
11 |
მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი
- გულწრფელებს. |
11 |
მოჰფინე წყალობაჲ შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე
შენი წრფელთა გულითა. |
12 |
ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ
გამდევნის მე. |
12 |
ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერჴი ამპარტავანებისა და ჴელი
ცოდვილისა ნუ შემძრავნ მე. |
13 |
იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ
ძალუძთ წამოდგომა. |
13 |
მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი; განვარდენ
და ვერღარა უძლონ დადგომად. დიდება |