1 |
დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
|
1 |
ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
|
2 |
რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით
დაჭკნებიან. |
2 |
რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისა ადრე დამოცჳვენ. |
3 |
მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და
მწყემსე სიმართლე. |
3 |
ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳდრო ქუეყანასა და
დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა. |
4 |
ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს. |
4 |
იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა
შენისა. |
5 |
მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის
აღასრულებს. |
5 |
განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან
ყოს; |
6 |
და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს
სამართალს - შუადღესავით. |
6 |
და გამოაბრწყინვოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და
განკითხვა შენი - ვითარცა დღე შუვაჲ. |
7 |
დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის
გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. |
7 |
დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი,
რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის
უსჯულოებასა. |
8 |
მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ
გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე. |
8 |
დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ და ნუ
ეშურები, რათამცა უკეთურებდი. |
9 |
რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი
დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას. |
9 |
რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ
უფალსა, მათ დაიმკჳდრონ ქუეყანა. |
10 |
კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის
ადგილს და აღარ იქნება იგი. |
10 |
და წუთღა, და არა იყოს უღმრთო და ეძიებდ ადგილსა მისსა და
არა ჰპოო; |
11 |
ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და
დაამდებიან დიდი მშვიდობით. |
11 |
ხოლო მშჳდრთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და იშუებდენ მრავლითა
მშჳდობითა. |
12 |
ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს
აღრჭენს მის წინააღმდეგ. |
12 |
უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი
მისნი; |
13 |
უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე. |
13 |
ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაჲსწარ ჰხედავს, რამეთუ
მოახს დღე მისი. |
14 |
მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბი
და ღატაკი, მოსპონ გზიანები.
|
14 |
მახჳლი იჴადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა დაცემად გლახაკისა და
დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.
|
15 |
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები
შეიმუსრება. |
15 |
მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშჳლდი მათი
შეიმუსრენ. |
16 |
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს. |
16 |
შჯობს მცირედი მართლისა, ვიდრეღა არა მრავალსა მას
სიმდიდრესა ცოდვილთასა. |
17 |
რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა
შემწე ღმერთია. |
17 |
რამეთუ მკლავნი ცოდვილისანი შეიმუსრნენ, ხოლო
განამტკიცნეს მართალნი უფალმან. |
18 |
იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა
უკუნისამდე იქნება. |
18 |
იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკჳდრობაჲ მათი
უკუნისამდე ეგოს; |
19 |
არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში
დაპურდებიან. |
19 |
არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა
სიყმილისათა განძღენ. |
20 |
რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა
ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან. |
20 |
რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი
დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი, განქარდენ. |
21 |
ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს
და მისცემს. |
21 |
ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ
და მისცის. |
22 |
რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის
მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან. |
22 |
რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკჳდრონ ქუეყანა, ხოლო
მწყევარნი მისნი მოისრნენ. |
23 |
უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას
შეიყვარებს. |
23 |
უფლისა მიერ წარემართების სლვა კაცისა, და გზაჲ მისი
ენებოს ფრიად. |
24 |
კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია
დასაყრდენი მისი ხელისა. |
24 |
რაჟამს დაეცეს და არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი
განამტკიცებს ჴელსა მისსა. |
25 |
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს
მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალზე ხელგაწვდილი. |
25 |
ყრმაჲ ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი
დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა. |
26 |
ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი
შთამომავალი კურთხეულია. |
26 |
მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი
კურთხეულ იყოს. |
27 |
ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამრადჟამოდ.
|
27 |
მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი უკუნისამდე.
|
28 |
რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის
წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან. ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება. |
28 |
რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი
მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი
უღმრთოთა მოისრას. |
29 |
მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე
უკუნისამდე. |
29 |
ხოლო მართალთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და დაემკჳდრნენ უკუნითი
უკუნისამდე მას ზედა. |
30 |
წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა
სიმართლეს ილაპარაკებს. |
30 |
პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის
მშჯავრსა. |
31 |
რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები. |
31 |
შჯული ღმრთისაჲ მისისა არს გულსა შინა მისსა და არა
შეუბრკუმენ სლვანი მისნი. |
32 |
ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს. |
32 |
ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რათამცა მოკლა
იგი; |
33 |
უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი
განკითხვის ჟამს. |
33 |
ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ჴელთა მისთა, არცა დასაჯოს
იგი, რაჟამს განიკითხჳდეს მას. |
34 |
მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ
დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას. |
34 |
დაუთმე უფალსა და დაიცევ გზა მისი, და აგამაღლოს შენ
დამკჳდრებად ქუეყანისა, და მოსრვა ცოდვილთა იხილო. |
35 |
მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით
ფესვგადგმული. |
35 |
ვიხილე მე უღმრთო უფროს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე
ნაძუთამდე ლიბანისათა. |
36 |
მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ
აპოულობ. |
36 |
და თანაწარვჰჴედ და, აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა
იპოვა ადგილი მისი. |
37 |
დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი
ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. |
37 |
დაიცევ უმანკოებაჲ და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი
კაცისა მამშჳდებელისა. |
38 |
ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი
გადაშენდება. |
38 |
ხოლო უსჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთა
წარწყმდეს. |
39 |
ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი
მფარველი გაჭირვების ჟამს. |
39 |
ხოლო ცხორებაჲ მართალთა უფლისა მიერ არს, და მფარველ
მათდა არს ჟამსა ჭირისასა. |
40 |
და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის
ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი. |
40 |
და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნეს იგინი და განარინნეს
იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაჲ |