1 |
ფსალმუნი დავითისა, გასახსენებელი.
|
1 |
ფსალმუნი დავითისი, მოსაჴსენებელად შაბათთა
|
2 |
უფალო, შენი განრისხებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის
ჟამს ნუ დამსჯი. |
2 |
უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. |
3 |
რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი
მამძიმებს მე. |
3 |
რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ
ზედა ჴელი შენი. |
4 |
არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო;
არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო. |
4 |
არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა
შენისა, არა არს მშჳდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა; |
5 |
რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე
ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან. |
5 |
რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და,
ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. |
6 |
აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო. |
6 |
შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან
უგუნურებისა ჩემისა; |
7 |
წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი
დავიარები. |
7 |
დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე
ვიდოდე; |
8 |
რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი
ადგილი ჩემს სხეულში. |
8 |
რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს
კურნება ჴორცთა ჩემთა. |
9 |
დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი
გულის სატკივრით. |
9 |
შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვჴმობდ სულთქმითა
გულისა ჩემისათა. |
10 |
უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც
დაფარული არ არის შენგან. |
10 |
უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქმა ჩემი, და სულთქმა
ჩემი შენგან არა დაეფარა. |
11 |
ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა და თვალთა ჩემთა
სინათლე - აღარც ის არის ჩემთან. |
11 |
გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და
ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა. |
12 |
ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს,
და ჩემი ახლობლები შორს გამიდგნენ. |
12 |
მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე
მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან. |
13 |
მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ სიცრუეს, და
მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.
|
13 |
და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა
ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს.
|
14 |
მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს
რომ ვერ აღებს. |
14 |
ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან
რა არა აღაღის პირი თჳსი; |
15 |
და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის
ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი. |
15 |
და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს
პირსა მისსა სიტყუაჲ. |
16 |
რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო
ჩემო. |
16 |
არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი,
უფალო ღმერთო ჩემო. |
17 |
რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი
გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე. |
17 |
რამეთუ ვთქუ: ნუ სადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და
შეძრვასა ფერჴთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს. |
18 |
რადგან მარცხისთვის მე მზადა ვარ და ჩემი სატკივარი ჩემს
წინაა მუდამ. |
18 |
რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაჲ ჩემი ჩემ
წინაშე არს მარადის. |
19 |
რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე. |
19 |
რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა
ჩემისათჳს. |
20 |
ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან და მრავლდებიან
ჩემი ამაოდ მოძულენი. |
20 |
აწ, ესერა, მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ
ჩემსა უფროს; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ; |
21 |
კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ
კეთილს ვცდილობ. |
21 |
და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს,
რამეთუ ვსდევდ სიმართლესა. |
22 |
ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები. |
22 |
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები
ჩემგან. |
23 |
გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო! |
23 |
მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო. |