1 |
გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, იდითუმისთჳს ფსალმუნი დავითისი
|
2 |
ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან,
ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს პირდაპირ. |
2 |
ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რათა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავდევ საცო პირსა
ჩემსა, მიჴდებოდა რა ცოდვილი წინაშე ჩემსა. |
3 |
დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება
გამიძლიერდა. |
3 |
დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან და
სალმობაჲ ჩემი განმიახლდა. |
4 |
გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი
აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით: |
4 |
განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა
აღატყდეს ცეცხლი. |
5 |
მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა
ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა. |
5 |
ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული
ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე. |
6 |
აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია
შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა. |
6 |
ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი,
ვითარცა არარაჲ, არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი
ჴორციელი. |
7 |
ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ
ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება. |
7 |
და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს,
რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი. |
8 |
და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი. |
8 |
და აწ ვინმე არს თმენა ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და
სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს. |
9 |
ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის
გასალანძღავად. |
9 |
ყოველთა უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსენ მე, საყუედრელად
უგნურსა მიმეც მე. |
10 |
დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი
ასეთნაირად. |
10 |
დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ. |
11 |
ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული
ვარ. |
11 |
განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ჴელისა
შენისათა მე მოვაკლდი. |
12 |
თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი,
გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა. |
12 |
მხილებათა მიერ უსჯულოებისათჳს განსწავლე კაცი და
დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამავო არს ყოველი
კაცი. |
13 |
მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური
მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და
ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი. |
13 |
შეისმინე ლოცვისა ჩემისა, უფალო, და ვედრებისა ჩემისა
ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე
და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი. |
14 |
განზე განმიდექ, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ
ვიქნებოდე. |
14 |
მილხინე მე, რათა განვისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და
მერმე ნუ არღარა ვიპოვო. |