1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი
ვედრება. |
2 |
თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე |
3 |
და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და
დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები. |
3 |
და ისმინა ლოცვისა ჩემისა. და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან
გლახაკებისა და თიჴისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და
წარჰმართნა სლვანი ჩემნი. |
4 |
და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად
ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს. |
4 |
და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა
ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა. |
5 |
ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ
მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ. |
5 |
ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაჲ სასო მისა არს და
არა მიხედნა ამავოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა. |
6 |
ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს
სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ
და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად. |
6 |
მრავალ-ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, საკჳრველი შენი, და
განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე, და
განმრავლდეს უფროს რიცხჳსა. |
7 |
მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე;
აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია; |
7 |
შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი
დამამტკიცენ მე; საკუერთხები ცოდვისათჳს არა ითხოვე. |
8 |
მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე. |
8 |
მაშინ ვთქუ: ესერა, მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს
ჩემთჳს. |
9 |
შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი
ჩემს გულშია. |
9 |
ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი
შუვა მუცელსა ჩემსა. |
10 |
სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ
მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი. |
10 |
ვახარე სიმართლე შენი ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა, ესერა,
ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი; |
11 |
შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე
ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
|
11 |
სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაჲ შენი და მაცხოვარებაჲ
შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი კრებულსა შორის
დიდძალსა.
|
12 |
შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა
და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე. |
12 |
ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა
ჩემთაგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ
მე. |
13 |
რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება,
წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე
მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა. |
13 |
რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთა არა არს რიცხჳ;
მეწინეს მე უსჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე
უფროს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე. |
14 |
ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად
გამოეშურე. |
14 |
გთნდინ, უფალო, ჴსნა ჩემი. უფალო, შეწევნად ჩემდა
მომხედენ. |
15 |
დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას
ეძებს, უკუიქცნენ და თავი მოეჭრათ ჩემს ავის მდომებს; |
15 |
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა
ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნიქცენ და სირცჳლეულ იქმნენ, რომელთა უნდა
ბოროტი ჩემი. |
16 |
დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო,
ოჰო! |
16 |
მიღებად მეყსეულად სირცხჳლი მათი, რომელნი მეტყოდეს: მე
ვაშა, ვაშა! |
17 |
გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ
თქვან შენი შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი. |
17 |
იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ
შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ
შენი. |
18 |
ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი
დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ. |
18 |
ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი; უფალმან იღუაწოს
ჩემთჳს; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი. დიდება |