1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის
საგალობელი, ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი დავითის
|
2 |
მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო.
შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა. |
2 |
ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.
ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისა. |
3 |
შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული?
როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? სელა. |
3 |
ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს
ამაოება და ეძიებთ სიცრუესა? |
4 |
უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდანი: უფალი ისმენს,
ოდეს მოვუხმობ მას. |
4 |
გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი;
უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ. |
5 |
ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ იქვენს საწოლებში
და იყუჩეთ. სელა. |
5 |
განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა
თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. |
6 |
შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ. |
6 |
შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა.
მრავალთა თქუან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი? |
7 |
მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე
შუქი შენი სახისა, უფალო! |
7 |
გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო. მოეც
სიხარული გულსა ჩემსა, |
8 |
შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია
პურის და მაჭრის სიუხვისას. |
8 |
ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა
განმრავლდეს. |
9 |
მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო,
მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად. |
9 |
მშჳდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, |
|
|
10 |
რამეთუ შენ, უფალმან, მხოლო სასოებით დამამკჳდრე მე. |