1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს
გადაარჩენს მას უფალი. |
2 |
ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იჴსნას
იგი უფალმან. |
3 |
უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება
ქვეყანაზე; და არ გადასცემს მის მტრებს მათი სურვილისამებრ. |
3 |
უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი
ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ჴელთა მტერთა მისთასა. |
4 |
უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის
სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს. |
4 |
უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა;
ყოველი სარეცელი მისი გარემიაქციე არაძლებასა შინა მისსა. |
5 |
ვთქვი მე: უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული,
რადგან შეგცოდე. |
5 |
მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი,
რამეთუ ვცოდე შენდა. |
6 |
ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და
გაქრება მისი სახელი“. |
6 |
მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და
წარწყმდეს სახელი მისი. |
7 |
და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული
სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება. |
7 |
და შემო-თუ-ვიდეს ხილვად, ამაოსა იტყჳნ; გულმან მისმან
შეიკრიბა უსჯულოებაჲ თავისა თჳსისა; გარეგანვიდის გარე, და მასვე იტყჳნ. |
8 |
ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი;
ბოროტს ფიქრობენ ჩემზე. |
8 |
ჩემთჳს ცუნდრუკობდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთჳს
ზრახვიდეს ბოროტსა. |
9 |
სისაძაგლე აცუნდრუკებს მას და, თუ დაწვა, ვეღარ
წამოდგება. |
9 |
სიტყუაჲ უსჯულოებისა დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან
არღარა ნუ შესძინოსა აღდგომა? |
10 |
ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა,
რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ. |
10 |
და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან,
რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა
შეტყუილი. |
11 |
ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე
მივუზღავ მათ. |
11 |
არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე
მივაგო მათ. |
12 |
ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი
ჩემზე. |
12 |
ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა
ჩემსა ჩემ ზედა. |
13 |
და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე
დამაყენებ სამარადისოდ. |
13 |
ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე
შენ წინაშე უკუნისამდე. |
14 |
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი
უკუნისამდე. ამინ, ამინ! |
14 |
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და
უკუნისამდე! იყავნ, იყავნ! |