1 |
გუნდის ლოტბარს, მოძღვრება კორახის ძეთა.
|
1 |
დასასრულსა გულიჴმის-ყოფისათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი დავითისი
|
2 |
როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე
მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო! |
2 |
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა
შენდამი, ღმერთო! |
3 |
ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს:
როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას. |
3 |
სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და
ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა? |
4 |
ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი
მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი? |
4 |
იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ
მეტყჳედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი? |
5 |
ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის
გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის
მხიარულებისა და მადლიერების ხმით. |
5 |
ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა,
რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე
ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა და აღსარებისათა, ჴმითა მედღესასწაულეთათა. |
6 |
რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე
ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის. |
6 |
რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე?
ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და
ღმერთსა ჩემსა. |
7 |
ღმერთო ჩემო, დაღვრემილია სული ჩემი: ამიტომ გიხსენიებ
იორდანისა და ხერმონის მიწიდან, მიცყარის მთიდან. |
7 |
სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთჳს მოგიჴსენო შენ
ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით. |
8 |
უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა
ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა. |
8 |
უფსკრული უფსკრულსა ხადის ჴმითა ზეგარდამოსაქანელთა
შენთათა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედა
გარდამჴდეს. |
9 |
დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით
ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ. |
9 |
დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი;
ჩემ მიერ ლოცვა ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა. |
10 |
ვუთხარი ღმერთს, ჩემს ქომაგს: რად დამივიწყე? რად
მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა. |
10 |
ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყებ მე, ანუ
რად მწუხარედ ვრონინებ მე ჭირითა მტერისათა? |
11 |
ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები,
მეუბნებოდნენ ყოველდღე: სად არის ღმერთი შენი? |
11 |
და შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი
ჩემნი, მეტყჳედ რა იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი? |
12 |
რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე
ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს. |
12 |
რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე?
ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და
ღმერთსა ჩემსა. |