
| 
|
ფსალმუნნი
ფსალმუნი 42
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან
მიხსენი.
|
1 |
მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე სჯა ჩემი თესლითგან არაწმიდისა, კაცისა ცრუსა და
მზაკუარისაგან მიჴსენ მე.
|
2 |
რადგან შენ ნარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რად
მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა? |
2 |
რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვარ მე
ჭირითა მტერისათა? |
3 |
გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი
წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან. |
3 |
გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი, ესენი
მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა. |
4 |
და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი
სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო! |
4 |
და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა
მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო,
ღმერთო ჩემო! |
5 |
რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე
ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს. |
5 |
რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე?
ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და
ღმერთსა ჩემსა. დიდება |
|
|

|
|