1 |
გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება.
|
1 |
დასასრულსა, ძეთა კორესთა, გულისჴმის-ყოფისათჳს
|
2 |
ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები
გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში. |
2 |
ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ
ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა. |
3 |
შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე;
გაანადგურე ერები და განდევნე. |
3 |
ჴელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი,
ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი. |
4 |
ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ
მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და
შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე. |
4 |
რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრონ ქუეყანა და არცა
მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან
შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი. |
5 |
შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს. |
5 |
შენ თავადი ხარ მეუფჱ ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან
ჰბრძანე ცხორებაჲ იაკობისი. |
6 |
შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით
გავთელავთ, ვინც აღდგება ჩვენს წინააღმდეგ. |
6 |
შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქენეთ, და სახელითა შენითა
შეურაცხ-ვყუნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. |
7 |
რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი
არ დამიხსნის. |
7 |
რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ, არცა მახჳლმან ჩემმან
მაცხოვნოს მე. |
8 |
არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს
შეარცხვენ. |
8 |
რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და
მოძულეთა ჩუენთა არცხჳნე. |
9 |
ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ
უკუნისამდე. სელა. |
9 |
ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა
აუვარებდეთ უკუნისამდე. |
10 |
მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს
მხედრობასთან. |
10 |
ხოლო აწ განმიშორენ და მარცხჳნენ ჩუენ და არა გამოხუედ
ღმერთი ძალად ჩუენდა. |
11 |
უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს
ჩვენ. |
11 |
მართლუკუნმაქციენ ჩუენ უფროს მტერთა ჩუენთასა და მოძულენი
ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ. |
12 |
მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე
ხალხებს შორის. |
12 |
მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა
შორის განმთესენ ჩუენ. |
13 |
გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ
ფასზე. |
13 |
მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყოს სიმრავლე
სასყიდლისა ჩუენისა. |
14 |
მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.
|
14 |
მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.
|
15 |
იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის
გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის. |
15 |
მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა
შორის. |
16 |
ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს
სახეს |
16 |
მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს |
17 |
შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და
შურისმაძიებლის პირისაგან. |
17 |
და სირცხჳლმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. ჴმისაგან
მაყუედრებელისა და ძჳრისმეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა. |
18 |
ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ
გაგვიმრუდებია შენი აღთქმა. |
18 |
ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ
და არა ვეცრუენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; და არცა განდგა მართლუკუნ გული
ჩუენი |
19 |
არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს
გადაუხვევიათ შენი გზიდან. |
19 |
და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა. |
20 |
როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე
სირცხვილის ჩრდილი. |
20 |
რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა
ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან. |
21 |
ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი
გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის, |
21 |
უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისა და
გან-თუ-ვიპყრნეთ ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოსა, |
22 |
განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის
საიდუმლონი გულისა. |
22 |
არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის
საიდუმლო გულისა. რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით
ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. |
23 |
ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით
დასაკლავ ცხვრად. |
|
|
24 |
გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო, გამოფხიზლდი,
სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ. |
23 |
განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ
ჩუენ სრულიად. |
25 |
რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და
გაჭირვებას? |
24 |
რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკებასა
ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა? |
26 |
რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა
ჩვენი მუცელი. |
25 |
რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა
ქუეყანასა მუცელი ჩუენი. |
27 |
აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის
გულისათვის. |
26 |
აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიჴსნენ ჩუენ სახელისა
შენისათჳს. |