1 |
გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა.
|
1 |
დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ
საყუარელისა
|
2 |
აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი
ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა. |
2 |
აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ
ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა. |
3 |
ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა
ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე. |
3 |
შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი
ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე. |
4 |
წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და
მშვენებით. |
4 |
შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, |
5 |
და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების,
თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა
შენი. |
5 |
შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და
წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და
გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი. |
6 |
შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ;
გულში ერჭობიან მეფის მტრებს. |
6 |
ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე
დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი. |
7 |
ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის
კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა. |
7 |
საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი
განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა. |
8 |
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც
გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს. |
8 |
შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო
შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა
შენთა. |
9 |
მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია;
სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ. |
9 |
მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან
პილოსძუალისათა გახარეს შენ. |
10 |
მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს
მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული. |
10 |
ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი
მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ
პირად-პირადად. |
11 |
მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე
ხალხი შენი და სახლი მამაშენისა. |
11 |
ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და
დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა; |
12 |
და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი
უფალი, და თაყვანი ეცი მას. |
12 |
და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა; რამეთუ იგი
თავადი არს უფალი ღმერთი შენი. და თაყუანის-სცეს მას |
13 |
და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ
ერის მდიდარნი. |
13 |
და ასულმანცა ტჳროსისამან ძღუნითა; პირსა შენსა
ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი. |
14 |
მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი
სამოსი. |
14 |
ყოველი დიდებაჲ ასულისა მეფისა შინაგან, ფესვედითა
ოქროვანითა შემკულ არს |
15 |
მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან
ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან. |
15 |
და შემოსილ პირად-პირადად. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი,
შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ. |
16 |
მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის
სრა-სასახლეში. |
16 |
მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ
იგინი ტაძარსა მეუფისასა. |
17 |
შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ
დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე. |
17 |
მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნე
იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა. |
18 |
გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები
ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე. |
18 |
მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა; ამისთჳს
ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |