1 |
გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე.
|
1 |
დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი
|
2 |
ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში,
საძებარი ფრიად. |
2 |
ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად. |
3 |
ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს
ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ. |
3 |
ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და
ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა. |
4 |
იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან
მათი მედიდურობით. სელა. |
4 |
ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი
ძლიერებითა მისითა. |
5 |
მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა
სადგომს ზენაარისას. |
5 |
სლვა მდინარეთა ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ყო
საყოფელი თჳსი მაღალმან. |
6 |
ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა
მას გარიჟრაჟზე. |
6 |
ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი
დილითი-დილად. |
7 |
ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა -
გაქრა ქვეყანა. |
7 |
შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი
მაღალმან და შეიძრა ქუეყანა. |
8 |
ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა.
სელა. |
8 |
უფალი ძალთა ჩუენთა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი
იაკობისი. |
9 |
მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა
დედამიწა. |
9 |
მოდით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ქმნნა ნიშები
ქუეყანასა ზედა. |
10 |
შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს
შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით. |
10 |
დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანასა;
მშჳლდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწვას ცეცხლითა. |
11 |
შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული
ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე. |
11 |
მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი;
ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა. |
12 |
ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა.
სელა. |
12 |
უფალი ძალთა ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი
იაკობისი. დიდება |