1 |
გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა
ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს ფსალმუნი
|
2 |
ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს
გალობის ხმით; |
2 |
ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა
სიხარულისათა. |
3 |
რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი
ქვეყნისა. |
3 |
რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა
ქუეყანასა ზედა. |
4 |
დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ.
სელა. |
4 |
დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერჴთა
ჩუენთა. |
5 |
ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას,
რომ შეიყვარა. სელა. |
5 |
გამომირჩია ჩუენ სამკჳდრებელი თჳსი, შუენიერებაჲ
იაკობისი, რომელ შეიყუარა. |
6 |
ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე. |
6 |
ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყჳრისათა. |
7 |
უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს,
უგალობეთ. |
7 |
უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა
ჩუენსა, უგალობდით. |
8 |
რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ
გონივრულად. |
8 |
რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისა ღმერთი, უგალობდით
მას მეცნიერებით. |
9 |
გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე. |
9 |
სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა
ზედა წმიდასა. |
10 |
მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად,
რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად. |
10 |
მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისა, რამეთუ
ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს. |