1 |
ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა.
|
1 |
ფსალმუნი დავითისი, ძეთა კორეთა, მეორისა შაბათისა
|
2 |
დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში,
წმიდა მთაზე. |
2 |
დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისა მთასა წმიდასა მისსა. |
3 |
ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი;
ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა. |
3 |
ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისათა მთანი
სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა. |
4 |
ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე. |
4 |
ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს
შეეწეოდის მას. |
5 |
რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად. |
5 |
რამეთუ, ესერა, მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს
ერთბამად. |
6 |
ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ. |
6 |
მათ იხილეს ესრეთ და დაუკჳრდა, შეშფოთნეს, შეირყინეს; |
7 |
ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით. |
7 |
და ძრწოლამა შეიპყრნა იგინი; |
8 |
აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი. |
8 |
მუნ სალმობაჲ, ვითარცა შობადისა. ქარითა სასტიკითა
შეჰმუსრნეს ნავნი თარშისანი. |
9 |
როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი
ღმერთის ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა. |
9 |
ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა
ძალთასა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე. |
10 |
ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში. |
10 |
შევიწყნარეთ წყალობაჲ შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა. |
11 |
ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის
კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა. |
11 |
ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაჲ შენი
ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი. |
12 |
დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა
შენი სამართლის გამო; |
12 |
იხარებდინ მთაჲ სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი
სამართალთა შვნთათჳს, უფალო. |
13 |
ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს;
დათვალეთ მისი კოშკები. |
13 |
მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა
შორის მისსა. |
14 |
გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები,
რათა უამბოთ მომავალ თაობას. |
14 |
დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა. და განიყავთ
ტაძრები მისი, რათა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა. |
15 |
რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე;
ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე. |
15 |
რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი
უკუნისამდე და ამან დამმწყსნეს ჩუენ უკუნისამდე. |