1 |
გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი
|
2 |
ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების
ყველა მცხოვრებო, |
2 |
ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ
სოფელსა. |
3 |
უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა
ერთად. |
3 |
ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი
და გლახაკნი. |
4 |
ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი
გონიერებას. |
4 |
პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი
გულისჴმის-ყოფასა. |
5 |
ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას, |
5 |
მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობლითა იგავი
ჩემი. |
6 |
რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს
შემომეხვევა? |
6 |
რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უსჯულოებამან
სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე? |
7 |
თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი
იტრაბახებენ. |
7 |
რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა
თჳსისასა იქადიან, |
8 |
ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის
გამოსასყიდს. |
8 |
ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან? არა მისცეს ღმერთსა
საჴსარი თავისა თჳსისა. |
9 |
ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე. |
9 |
და სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა; და შურებოდა იგი
უკუნისამდე, |
10 |
რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი. |
10 |
და ცხოვნდეს სრულიად. |
11 |
რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის
მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ. |
11 |
არა იხილოს მან განსახრწნელი, რაჟამს იხილნეს ბრძენნი
სიკუდილად. ერთბამად უგუნური და უცნობო წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა
სიმდიდრე მათი. |
12 |
გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან
თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.
|
12 |
და სამარენი მათნი სახლ მათდა იყუნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი
თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.
|
13 |
ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია
დასაკლავ პირუტყვს. |
13 |
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი
პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. |
14 |
ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი
იწონებენ. |
14 |
ესე გზაჲ არს საცთურებისა მათისა მათდა მიმართ და ამისსა
შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ. |
15 |
ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ,
დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება,
საფლავია მათი სადგომი; |
15 |
ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი
ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნა მათი განკფდეს
ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ. |
16 |
ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა
ამომიყვანს. სელა. |
16 |
ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა,
რაჟამს შემიწყნარებდეს მე. |
17 |
არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი
სახლის დიდება. |
17 |
ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს
განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა; |
18 |
რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ
ჩაჰყვება მისი დიდება. |
18 |
რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა
შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა. |
19 |
თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ
შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ. |
19 |
რამეთუ სული მისი ცხოვრებასა ოდენ მისსა იკურთხოს;
აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას. |
20 |
მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ
სინათლეს. |
20 |
შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე
უკუნისამდე ნათელი არა იხილოს. |
21 |
ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება,
დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს. |
21 |
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი
პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დიდება |