1 |
ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა
დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.
|
1 |
ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე
დასავალადმდე.
|
2 |
სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა
უფალი. |
2 |
სიონით გამო არს შუენიერებაჲ ჰაეროვნებისა მისისა. |
3 |
მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი
ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. |
3 |
ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს;
ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოს მისსა ნიავქარი ფრიად. |
4 |
გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის
სამსჯავროზე: |
4 |
მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა
თჳსისა. |
5 |
შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს
ჩემთან შესაწირავზე. |
5 |
და შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი
აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა. |
6 |
და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია
მსაჯული იგი. სელა. |
6 |
და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ
არს. |
7 |
ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო,
გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი. |
7 |
ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაჱლო, და გაწამო
შენ; ღმერთი შენი ვარი მე. |
8 |
მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები
ყოველთვის ჩემს წინაშეა. |
8 |
არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ
საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის. |
9 |
არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი
ფარეხებიდან ვაცებს. |
9 |
არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა
შენისაგან ვაცთა; |
10 |
რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით
მთებში. |
10 |
რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისა, ნადირი მთათა და
ყოველი პირუტყჳ; |
11 |
ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის
ცხოველები ჩემს წინაშე არიან. |
11 |
ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ
ველთა ჩემ თანა არს, შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს
სოფელი და სავსებაჲ მისი. |
12 |
თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და
სავსება მისი. |
12 |
|
13 |
ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?
|
13 |
ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა?
|
14 |
მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები
შენი. |
14 |
შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა
აღნათქუემნი შენნი. |
15 |
და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ
განმადიდებ. |
15 |
და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და
შენ მადიდო მე. |
16 |
ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და
პირთან მიგაქვს ჩემი პირობა? |
16 |
ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს-მე მიუთხრობ
შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქმასა ჩემსა პირითა შენითა? |
17 |
შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები. |
17 |
შენ, ეგერა, მოიძულე სწავლებაჲ და განაშორენ და განსთხიენ
სიტყუანი ჩემნი. |
18 |
როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან
გაქვს წილი. |
18 |
იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა
დასდვა ნაწილი შენი. |
19 |
პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს
სიყალბეს. |
19 |
პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი
თხზვიდა ზაკვასა. |
20 |
დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის
შერცხვენას ცდილობ. |
20 |
შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს
დედისა შენისა დასდვი საცთური. |
21 |
ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით
ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ. |
21 |
ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ
მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა
შენსა. |
22 |
ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ
და ვერვინ გიშველით. |
22 |
გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს
ღმრთისაჲ; ნუუკუე წარგიტაცნეს და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა. |
23 |
მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას
დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“. |
23 |
მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა
უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი. |