1 |
დავითის ფსალმუნი სალამურზე, გუნდის ლოტბარისათვის.
|
1 |
დასასრულსა მკჳდრისათჳს, ფსალმუნი დავითის
|
2 |
ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს
გულისთქმას. |
2 |
სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ყავ
ღაღადებაჲ ჩემი, |
3 |
ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან
შენს მიმართ ვლოცულობ. |
3 |
მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო
ჩემო; |
|
|
4 |
რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო. |
4 |
უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან
შევემზადები შენთვის და დაგელოდები. |
5 |
განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და
გეჩუენო შენ. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაჲ; |
5 |
რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ
დაისადგურებს შენთან. |
6 |
არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან, არცა დადგენ უსჯულონი
წინაშე თუალთა შენთა; |
6 |
ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა,
ვინც უსამართლობის ჩამდენია. |
7 |
მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და
მზაკუარი სძაგს უფალსა. |
7 |
შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და
მაოხრებელნი კი წავლენ შენგან. |
|
|
8 |
ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში,
ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს შენდამი შიშით. |
8 |
ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა
შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. |
9 |
უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო,
გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე. |
9 |
უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს
წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი. |
10 |
რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი
შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ. |
10 |
რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი
ამაო, |
11 |
განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო;
თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგენ შენს
წინააღმდეგ, |
11 |
სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს.
საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ
უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო. |
12 |
და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ
უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი
უყვარს. |
12 |
და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე
იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს
სახელი შენი. |
13 |
რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით
შემოსავ, როგორც ჯავშნით. |
13 |
რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა
სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ. |