1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
|
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
|
2 |
რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, როცა ბათ-შებაყთან
შევიდა. |
2 |
რაჟამს მოვიდა მისა ნათან წინაწარმეტყუელი, ოდეს-იგი შეეიდა ბერსაბესა, ჰურიაჲს
ცოლისა |
3 |
შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი
შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. |
3 |
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა
მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. |
4 |
მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან
განმწმინდე. |
4 |
უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა
ჩემთაგან განმწმიდე მე. |
5 |
რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ
მიდგას. |
5 |
რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე
ჩემსა არს მარადის. |
6 |
შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს
თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში. |
6 |
შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა
განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. |
7 |
აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე
დედაჩემი. |
7 |
რამეთუ, ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა
მშვა მე დედამან ჩემმან. |
8 |
აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე
სიბრძნე ფარული. |
8 |
რამეთუ, ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და
დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. |
9 |
მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე
მეტად გავსპეტაკდები. |
9 |
მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და
უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. |
10 |
მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები,
შენ რომ დათრგუნე. |
10 |
მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი
დამდაბლებულნი. |
11 |
სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. |
11 |
გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი
უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. |
12 |
სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული
განაახლე ჩემს სხეულში. |
12 |
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი
განმიახლე გუამსა ჩემსა. |
13 |
ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
|
13 |
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
|
14 |
დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით
გამამაგრე. |
14 |
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა
მთავრობისათა დამამტკიცე მე. |
15 |
ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი
დაბრუნდებიან შენთან. |
15 |
ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა
მოიქცენ. |
16 |
მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი
ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს. |
16 |
მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო;
იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. |
17 |
უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს
ქებას. |
17 |
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს
ქებულებასა შენსა. |
18 |
რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს
არ ინებებ. |
18 |
რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა;
არამედ საკუერთხი არა გთნდეს. |
19 |
შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და
მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო. |
19 |
მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი
და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. |
20 |
კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები
იერუსალიმისა. |
20 |
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ
ზღუდენი იერუსალიმისანი. |
21 |
მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და
მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს. |
21 |
მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და
ყოვლადდასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება |