1 |
გუნდის ლოტბარს,
მოძღვრება დავითისა.
|
1 |
დასასრულსა, გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა
|
2 |
როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ
მივიდა დავითი ახიმელექის სახლში. |
2 |
რაჟამს მოვიდა დიოკ იდუმელი და უთხრა საულს და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით
სახლსა აქიმელიქისსა |
3 |
რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა
საყოველდღეოა. |
3 |
რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უსჯულოებასა მარადღე? |
4 |
ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი
სამართებელი, მქმნელია სიყალბისა. |
4 |
სიცრუესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა მახჳლი აღლესული,
ჰყავ შენ ზაკვაჲ. |
5 |
გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის
ლაპარაკზე მეტად. სელა. |
5 |
შეიყუარე სიბოროტე უფროს სახიერებისა და სიცრუე უფროს
სიმართლისა სიტყჳსა. |
6 |
გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი; |
6 |
შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისა და ენაჲ მზაკვარი. |
7 |
ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს,
გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა. |
7 |
ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და
განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთა. |
8 |
ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე: |
8 |
იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და
თქუან: |
9 |
აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ,
არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა. |
9 |
აჰა, ესერა, კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა,
არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა მისისასა. და განძლიერდა იგი
ამავოებითა თჳსითა. |
10 |
ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში,
ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე. |
10 |
ხოლო მე, ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა,
ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
11 |
გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის და მივენდობი შენს
სახელს, რადგან კარგია იგი შენს წმიდათა წინაშე. |
11 |
აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა
შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა. |